დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ფასებმა კაკაოზე რეკორდს მიაღწია, ყავა და შაქარიც ძვირდება

მსოფლიო ფასებმა კაკაოზე რეკორდს მიაღწია, ყავა და შაქარიც ძვირდება

19-03-2024 10:00:00

კაკაოს ფიუჩერსები ნიუ-იორკსა და ლონდონში 18 მარტს რეკორდულ დონემდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მიწოდების დეფიციტით დასავლეთ აფრიკაში ცუდი მოსავლის შემდეგ, პარალელურად ძვირდება ყავა და შაქარიც. 

ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნიუ-იორკში ივლისის ფიუჩერსებზე კაკაოს ფასი ტონაზე გაიზარდა 0,1%-ით და 7,230 აშშ დოლარამდე.

ორშაბათს, BMI-მ 2024 წელს კაკაოს საშუალო ფასის პროგნოზი 60%-ით გაზარდა 6000 დოლარამდე ტონაზე, რაც განპირობებული იყო კაკაოს დაბალი გლობალური წარმოებით.

ივლისის ფიუჩერსებზე კაკაოს ფასი ლონდონში გაიზარდა 2,7%-ით და 5921 ფუნტ სტერლინგამდე, მას შემდეგ რაც მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 6246 ფუნტ სტერლინგს ტონაზე.

რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები გაიზარდა 0,9%-ით და ტონაზე $3,339 შეადგინა.

დილერები ამბობენ, რომ მიწოდება ვიეტნამში, რომელიც რობუსტას წამყვანი მწარმოებელია, შემჭიდროებულია, რაც ფასის კლებას აფერხებს. 

არაბიკას ყავის ფასი გაიზარდა 0,03%-ით და 1,83 დოლარამდე ფუნტზე. 

ნედლი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 0,1%-ით და 22,15 ცენტამდე ფუნტზე. თეთრი შაქარი გაძვირდა 0,4%-ით და ტონაზე 626 დოლარამდე. 

დილერები ამბობენ, რომ ბაზარი რეაგირებს 2024/2025 წლის სეზონზე ბრაზილიაში შაქრის ლერწმის წარმოებს შემცირების მაჩვენებლებზე და შესაბამისად შაქრის გაძვირებაა მოსალოდნელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები