შაქრის ფასები მკვეთრად იზრდება, რადგან ხანძრები და გვალვა აზიანებს ბრაზილიის, მსოფლიოს უდიდესი შაქრის ექსპორტიორის, მოსავალს, რაც ტკბილეულისა და დესერტების ფასების ზრდის რისკებს აჩენს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ „კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
ირკვევა, რომ ნედლი შაქრის ფიუჩერსები ყველაზე დიდ ყოველკვირეულ ზრდას აჩვენებენ ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც გამოწვეულია ბრაზილიის მთავარ სამეურნეო რეგიონში ხანძრებისა და ექსტრემალური სიცხის გამო მოსავლის მნიშვნელოვანი დაზიანებით.
აგვისტოში სან-პაულოში ხანძრებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც შაქრის ლერწმის ფესვები დააზიანა რაც, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე მოსავლის შემცირებას გამოიწვევს. ასევე, გრძელმა გვალვამ, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან გრძელდება, მოსავლიანობაზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა. შაქრის ფასები ზედიზედ მეექვსე წელია იზრდება, რაც სურსათის მწარმოებელ კომპანიებზე ზეწოლას აძლიერებს.
უახლესი