დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

12-04-2024 10:00:00

 მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილა. 

გიორგი აბაშიშვილმა საკუთარი მიმოხილვა ტრადიციულად ევრო-2024-ის თემით დაიწყო და თქვა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს სხვა ნაკრების მწვრთნელებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვს. 

„მოგესალმებით, კვლავ დავიწყოთ ევროპის ჩემპიონატით. გამოქვეყნდა ყველა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი არის 16 700 ევრომდე. იმედი მაქვს, რომ ეს არის ერთადერთი მაჩვენებელი, სადაც ბოლო ადგილზე ვიმყოფებით ეროვნულ ნაკრებებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტული შედეგებით გაცილებით უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ვიქნებით ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა როცა ხელფასის ნაწილზე ვსაუბრობთ,მართლაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სწორ მუშაობას, როდესაც შეირჩა ვინი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. მახსოვს მაშინ არსებული კრიტიკა, ვინაიდან და ამ შემთხვევაში უკვე ცხადია, რომ მხოლოდ ფულადი მოტივაცია არ ყოფილა და დიახ იყო ის სპორტული მოტივაცია, რომლითაც ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს. 

გადავიდეთ ეკონომიკურ ნაწილზე, გუშინ 2 საათის ინტერვალში ვნახეთ საინტერესო ინფორმაცია საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. იყო მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის შეფასებები, როგორც რეგიონთან ისე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს რეგიონში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 5%-ზე ზემოთაა შეფასებული ეკონომიკური ზრდა და კიდევ უფრო მაღალი 2025 წელს. აუცილებელია აღინიშნოს, მათ შორის ჩემი პირადი დამოკიდებულება, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ყოველთვის უფრო კონსერვატორული პროგნოზები გამორჩევიან ხოლმე. ამას ადასტურებს გასული წლის მაჩვენებელიც, როდესაც იყო შეფასება დაახლოებით 5-ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკამ კი 7,5-იანი ზრდა აჩვენა. ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებით კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საბაზისოდ 6%-ზეა პროგნოზირებული და 7%-ი ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში. საინტერესო დეტალი, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის ორი რამ. ეს არის ინვესტიციები და ეს არის ტურიზმი. ეს არის ის ორი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, სადაც სწორედ ტურიზმის ნაწილზე ვსაუბრობთ, მათ შორის ინვესტიციებზეც.

საინტერესოა რა ვითარება გაქვს ამ შემთხვევაში საქართველოში: ტურიზმიდან შემოსავლები საქართველომ მართლაც რომ რეკორდული მიიღო, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რაც პანდემიამდელ მაჩვენებლებზე მაღალი ციფრია, რადგანაც 2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3,3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2023 წელს საქართველოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჰქონდა ტურისტების შემოდინების შეფერხება, ეს იყო რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში არსებული ვითარება და ისრაელ-ჰამასის ომი და ასევე კვლავ გამოწვევად რჩება აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა. მიუხედავად ამ ჩვენგან დამოუკიდებელი შეფერხებებისა, საქართველომ მაინც მოახერხა ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან.

საინტერესო თემაა ასევე აეროპორტებში მგზავრნაკადის შემოდინება და აეროპორტებია ჩვენი მთავარი თემაც, ვინაიდან მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრნაკადი პანდემიამდე მზარდი იყო და გარკვეული შეფერხება პანდემიის დროს იყო, თუმცა შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რადგანაც შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საშუალებით არის შესაძლებელი მგზავრობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანია ასევე ტურისტების მოზიდვის მიმართულებითაც, დასავლეთ საქართველო ქუთაისის აეროპორტი საკმაოდ მოხერხებულად იფარება, სადაც მუდმივი განვითარების პროცესები მიმდინარეობს.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ის უკვე გავიდა 3.7 მლნ მგზავრზე, ვინც ბოლო პერიოდში აეროპორტი ნამყოფია ნახავდა დატვირთულობის მაჩვენებელსაც. თუ რატომ ახალი აეროპორტი, ამ შემთხვევაში კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები