მსოფლიო ბანკის (WB) პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ თანამდებობას 30 ივნისამდე დატოვებს.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაშია ნათქვამი.
მანამდე, გადადგომის შესახებ დევიდ მალპასმა Twitter-ზე დაწერა.
„დღეს შუადღისას შევხვდი Მსოფლიო ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და ვაცნობე მათ ჩემი განზრახვის შესახებ გადადგომასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 30 ივნისის ბოლომდე. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობა" - წერს საკუთარ გვერდზე დევიდ მალპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
მალპასმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.
მალპასის უფლებამოსილების ვადა 2024 წლამდე არ ამოიწურა.
უახლესი
31 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის