თუ გადავხედავთ მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის ( PPP) მიხედვით საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, მისი თქმით, საუბარია მოლდოვასა და უკრაინაზე.
„ასევე რეგიონში თურქეთის გარდა პრაქტიკულად ყველა ქვეყანას აღემატება ჩვენი მაჩვენებელი“-, - განაცხადა თოდრაძემ.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელიც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.
„მიმდინარე ფასებში მშპ თითქმის 80 მლრდ ლარის ფარგლებშია და ეს ერთ სულ მოსახლეზე მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. მიმდინარე ფასებში ეს გახლავთ 6680 აშშ დოლარი, თუმცა უფრო უკეთესი დამახასიათებელი ცხოვრების დონის გახლავთ მშპ ppp-ს მიხედვით ანუ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით და მოგეხსენებათ ბოლო მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 22 ათას 300 დოლარს აჭარბებს ერთ სულ მოსახლეზე და თუ დავაკვირდებით გასული წლების ტენდენციას მზარდია.
ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 57 ათასი დოლარი, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც აღნიშნული მაჩვენებლების მაღლა არიან. მაგალითად ლუქსემბურგში 140 ათასი დოლარია, ირლანდიასა და შვეიცარიაში ასევე ძალიან მაღალია აღნიშნული მაჩვენებელი. თუმცა იგივე ბულგარეთის მაჩვენებლები დიდად არ განსხვავდება საქართველოს ეკონომიკურიო პარამეტრებისგან“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
უახლესი