2023 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.0 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.67 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი
11 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა