დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Moody’s-ის მთავარი ანალიტიკოსი - სებ-ი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია, რაც საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია

Moody’s-ის მთავარი ანალიტიკოსი - სებ-ი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია, რაც საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია

10-10-2024 12:11:00

ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, - ამის შესახებ საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიაMoody's-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტაბილურმა საოპერაციო გარემომ ხელი შეუწყო საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის მომგებიანობას. 

 

„ბოლო წლებში, საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხისა და მომგებიანობის მხრივ საკმაოდ პოზიტიური მოვლენების მომსწრე გავხდით, რასაც ხელი შეუწყო საკმაოდ კეთილსაიმედო საოპერაციო გარემომ. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული რისკებიც, მათ შორის გეოპოლიტიკური რისკები, თუმცა თუ ეს რისკები არ დადგა, ქართული ბანკები შეინარჩუნებენ მედეგობას, რითაც წინა წლებშიც გამოირჩეოდნენ", - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა. 

 

მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ასპექტია, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია. 

 

„სებ-მა მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სექტორში ლარიზაციის გაუმჯობესებისა და რისკების მიტიგაციის მიზნით", - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა.  

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები