დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია - Galt & Taggart

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია - Galt & Taggart

04-12-2023 14:46:47

ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. Galt & Taggart-ის პროგნოზით, დეკემბრის ბოლო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთო 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შემცირდება.

„2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით, ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შეამცირებს 2024 წლის ბოლოს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები