2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.6%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით შემცირდა (-126.1 მლნ აშშ დოლარი).
„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
უახლესი