ბათუმში მდებარე სასტუმრო World Palace წელს უფრო დატვირთული ტურისტული სეზონის მოლოდინშია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს მენეჯმენტში განუცხადეს, სასტუმროში ჯავშნების უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან არის.
ირკვევა, რომ Batumi World Palace Hotel-ში გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ჯავშნებში დიდი ზრდა არ არის, თუმცა მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ Batumi World Palace Hotel-ს დატვირთულობა 2024 წელს უფრო მაღალი იქნება ვიდრე 2023 წლის ფაქტი იყო. სასტუმროში განმარტავენ, რომ უცხოელი ჯავშნებიდან ლიდერობენ გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან შემოსული ჯავშნები.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან და ამის მიხედვით გვაქვს ჯავშნებიც.აქტიური ჯავშნები გაქვს გერმანიიდან, ტაილანდიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან“, - აცხადებენ სასტუმროში.
ირკვევა, რომ Batumi World Palace Hotel-ში ევროპელი ტურისტის საშუალო ღამისთევის მაჩვენებელი 4-5 ღამეა.
დღეისათვის სასტუმროში ზაფხულის მაღალ სეზონზე, აგვისტოში ჯავშნების გაკეთება 260 ლარიდან შეიძლება, რომელიც მოიცავს სტანდარტულ ნომერს და საუზმეს.
სასტუმრო Batumi World Palace Hotel-ში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს, უბანს კი "ძველი ბათუმი“ ეწოდება. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი ისტორიულ დასახლებაში. შენობა სადაც დღეს სასტუმროა აშენებული ბეჟანიძეების გვარის მიერ 1790 წელს აშენდა. 1930 წელს კი შენობა პორტის ოპერაციებისათვის გამოიყენებოდა. 2010 წელს ისტორიული შენობა შესყიდულ იქნა კომპანიების ჯგუფის მიერ, რესტავრირდა მისი გარე და შიდა ფასადი. 2012 წლიდან კი შენობა იწყებს სტუმრების მიღებას და ბაზარზე ოპერირებს Batumi World Palace Hotel-ის სახელით.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა