მოლოდინი არის იმის, რომ უნგრეთი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის უცვლელი კურსი, რომელსაც საქართველო ადგას, - განუცხადა უნგრეთში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.
თამარ ლილუაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის უნგრეთში ვიზიტი შეაფასა.
„უნგრული მხარის მოწვევით, ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტი იმართება ბუდაპეშტში. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრს ექნება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს უცვლელი, ევროატლანტიკური კურსი. მოგეხსენებათ, უნგრული მხარე არის ყოველთვის მომხრეა საქართველოსი ევროატლანტიკურ გზაზე. მოლოდინი არის იმის, რომ უნგრეთი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის უცვლელი კურსი, რომელსაც საქართველო ადგას“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე