დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოკლევადიანი ტურბულენცია ხშირად აჟიოტაჟურია და ლარის კურსი, როგორც ევროსთან მიმართებაში, ისე დოლართან მიმართებაში არის დასტაბილურებული  | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

მოკლევადიანი ტურბულენცია ხშირად აჟიოტაჟურია და ლარის კურსი, როგორც ევროსთან მიმართებაში, ისე დოლართან მიმართებაში არის დასტაბილურებული  | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

08-04-2024 10:00:00

მოკლევადიანი ტურბულენცია ხშირად უბრალოდ აჟიოტაჟურია ხოლმე და ლარის კურსი როგორც ევროსთან მიმართებაში, ისე დოლართან მიმართებაში არის დასტაბილურებული, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილა. 

აბაშიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში მეტი ეკონომიკური აქტივობების საშუალებას იძლევა.

„აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით ჟურნალისტებისათვის მედია ტური გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებისათვის აზიის განვითარების ბანკის 16 წლიანი პარტნიორობის შედეგები გაეცნო. მოგეხსენებათ, წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში იმართება. სულ რამდენიმე დღეში იქნება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. თუმცა მანამდე, პირველი კომპანია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ეწვივნენ „თეგეტა ჰოლდინგს“. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანიის ცენტრალურ ოფისში ენახათ ელექტრომობილები და ასევე მიეღოთ ინფორმაცია „თეგეტასა“ და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ რეგიონის მასშტაბით არის პირველი კომპანია საავტომობილო კომპანია, რომელმაც მწვანე სტატუსის მქონდე ობლიგაციები გამოუშვა და მისი მთავარი ინვესტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იყო. შეგახსენებთ, რომ ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო. 

და რაღა თქმა უნდა EURO-2024, პარასკევს ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულებაზე, რომელიც 150 მლნ ევროს მცირედით აღემატებოდა. დღეს, ორშაბათის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სატრანსფერო ღირებულება გაზრდილია 6.3 მლნ ევროთი. მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს ხდება EURO-2024-მდე. დარწმუნებული ვარ და გავაკეთეთ კიდეც პროგნოზი, ევროპელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომ ეს ფასები ჯერ კიდევ არის პირობითი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით კიდე დიდი სიახლეები გველის. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებულ კლუბებში იქნებიან ქართველი ფეხბურთელები წარმოდგენილები. 

საინტერესო შეხვედრა გაიმართა გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკულ სექტორს შორის. აღნიშნული შეხვედრა შედგა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით. საინტერესო შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაიმართა მსჯელობა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ხაზს უსვამდა იმ საკითხს, რომ საქართველოს ენერგოსექტორს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანოს დიდი წვლილი. მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორის არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის, თუმცა როგორც სოსო ფხაკაძე აღნიშნავდა მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასა და ბიზნესს შორის მჭიდრო კომუნიკაცია. 

გადავიდეთ ბოლო ტენდენციებზე, რაც გაქვს ინფლაციასა და საბანკო სესხებთან დაკავშირებით. 2024 წლის მარტის მონაცემებით, ყველაზე მეტად რაც არის გაიაფებული ეს არის სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ასევე გაიაფების ტენდენციაა საცხოვრებელთან დაკავშირებულ ნაწილზე. განსაკუთრებით ელექტროენერგიასთან მიმართებაში. ისევე როგორც გაიაფების ტენდენციაა კავშირგაბმულობასთან დაკავშირებულ ჯგუფზე. საანგარიშო პერიოდში პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა არის მზესუმზირას ზეთი, ხორბლის პური და კარტოფილი. ინფლაციის მაჩვენებელში ადგილობრივი ინფლაციის წილი არის 1,2%-ი, იმპორტირებულის კი 0.4%-ი, შერეულის კი 1,1%-ი. 

თუ შევხედავთ ქალაქების მიხედვით თუ სად როგორი ტენდენციაა, შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისში ინფლაცია 0,7%-ია, ხოლო ბათუმში არის დეფლაცია ანუ ინფლაციის -0.8%-იანი მაჩვენებელია. 

რეგიონში არსებული ინფლაციური მაჩვენებლების თანახმად კი საქართველომდე არის თურქეთის, ბელორუსის, უკრაინის და ასევე ჩვენი პარტნიორების აშშ-ს და ევროზონის მაჩვენებლები. საქართველოში ინფლაცია 0,3%-ია, სომხეთს აქვს უფრო დაბალი მაჩვენებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის შემთხვევაში მიზნობრივი ინფლაცია არის 4%-ი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 3%-ია.

ვინაიდან სომხეთი ვახსენეთ, ვნახოთ კიდევ ერთი შედარება სომხეთთან. ვნახოთ 2019 წლის შედეგებთან შედარებით ხელფასების ზრდის ნაწილი, ხშირად ამბობენ, რომ როცა ფასებზეა საუბარი ვისაუბროთ ფასებზეც. „გალთის“ კვლევის თანახმად, საქართველოში 2019 წელთან შედარებით 2023 წლისთვის ხელფასების ზრდის მაჩვენებელი 64.5%-ია, ხოლო სომხეთში ანალოგიური მაჩვენებელი არის 47.8%-ი. განათლება, სასტუმროები და მშენებლობა, ეს ის სექტორებია სადაც საქართველოში უფრო მეტადაა გაზრდილი ხელფასები ვიდრე სომხეთში. ჩემთვის პრიორიტეტულია ხოლმე განათლების თემაზე საუბარი, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სომხეთთან შედარებით დაბალი ხელფასი იყო, თუმცა მიმდინარე მაჩვენებლებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილადაა გაზრდილი. 

ასევე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია სესხებთან დაკავშირებული თემა, ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, მათ შორის რეფინანსირების პროცენტის შემცირებიდან გამომდინარე ეროვნულ ვალუტაში სესხებზე პროცენტი შემცირების ტრენდზეა. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ია, რაც სომხეთთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია. სომხეთში ეს მაჩვენებელი 8,5%-ზეა. 

მოგეხსენებათ, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი შეიცვალა იყო გარკვეული ტიპის ტურბულენცია კურსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის სწორედ ის რასაც ყურადღება არ უნდა მიექცეს, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოკლევადიანი ტურბულენცია ხშირად უბრალოდ აჟიოტაჟურია ხოლმე და ლარის კურსი როგორც ევროსთან მიმართებაში ისე დოლართან მიმართებაში არის დასტაბილურებული. საბოლოო ჯამში სტაბილური ლარის კურსი უფრო მეტი პროგნოზირების საშუალებას იძლევა. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია ინფლაციის შემცირების ტენდენცია, განსაკუთრებით სურსათთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაგრძელდეს, ვინაიდან გლობალური ფასებიც ამაზე მოწმობს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები