ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების ზრდა გამოწვეულია, როგორც პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდით, ასევე იმ მარკეტინგული კამპანიებით, რასაც ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე ეწევა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.
„ეს ყველაფერი დაკავშირებულია ორ ძირითად მიმართულებასთან. პირველი ეს არის პირდაპირი ფრენები და მეორე ის მარკეტინგული აქტივობები და კამპანიები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო ბაზრებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი აქტივობა და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება იმისთვის, რომ წლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს და მეორეს მხრივ ჩვენ მუდმივად ვიყოთ ტენდენციური მიზნობრივ ბაზრებზე.
ჩვენ მიზნობრივი ბაზრები სამ სეგმენტად გვაქვს დაყოფილი და როდესაც წელი იწყება ჩვენ მუდმივად ვხვდებით კერძო სექტორს და მათთან ერთად ვჯერდებით ტურიზმის სამოქმედო გეგმაზე. პირველი ეს არის ჩვენი მიზნობრივი ქვეყნები, სადაც ჩვენ გაქვს პირდაპირი ფრენები, მეორე ეს არის ქვეყნები, სადაც ჩვენი ცნობადობა მეტ-ნაკლებად გაზრდილია, თუმცა არ გაქვს პირდაპირი ფრენები და მესამე ჯგუფი არის ის ქვეყნები, რომელიც შორი მანძილის ქვეყნებს წარმოადგენს. აქ შეიძლება არ გვქონდეს პირდაპირი ფრენები, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გარდა პირდაპირი ფრენებისა და აქტიური მარკეტინგული კამპანიებისა, ქვეყნის ცნობადობას ხელს ის საერთაშორისო ღონისძიებებიც უწყობს, რომელსაც ქვეყანა მასპინძლობს.
„გასული წელი იყო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევების პარალელურად, ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიახლე მოხდა. გავიხსენთ მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობა, რომელიც იყო ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო პირველი პრეცედენტი რეგიონისთვის, როდესაც საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა გლობალურად ტურიზმი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, იმიტომ, რომ სექტემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად მსოფლიო საქართველოს ფარავდა და საქართველოზე საუბრობდა, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე. ჩვენ გვეწვია არაერთი უმაღლესი რანგი სტუმარი, საერთაშორისო სტუმარი. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსოფლიო თასების მასპინძლობას. გუდაური და ბაკურიანი მასპინძლობდნენ გასულ წელს და იგივე ხდება მიმდინარე წელსაც. თუმცა ი საერთაშორისო დაფარვა „ევროსპორტზე“, „ევრონიუსზე“ და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გასულ წელს ზამთრის ტურიზმის კუთხით, ბუნებრივია, რომ მანდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გასული წლის ტურიზმის სტატისტიკაში და ასევე ეს აისახება მიმდინარე წელს“, - ამბობს ქვრივიშვილი.
ცნობილია, რომ გასულ წელს საქართველომ, ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს.
„მსოფლიო ჩემპიონატმა რა თქმა უნდა გარდატეხა მოახდინა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში, როდესაც ვსაუბრობთ ზამთრის ტურიზმზე. იმავდროულად იცით, რომ მნიშვნელოვანი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა მოეწყო გუდაურსა და ბაკურიანში, რის შედეგადაც დაგვემატა ახალი საბაგირო კომპლექსები, ახალი ტრასები და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ გამტარობა საგრძნობლად გაიზარდა. მეორეს მხრივ კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო იმისთვის, რომ აღმოეფხვრათ გარკვეული გამოწვევები, რომლებიც კურორტებზე არსებობს,მათ შორის მუნიციპალური კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი