დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mir-ის საგადახდო სისტემამ კიდევ ერთ ქვეყანაში დაიწყო ფუნქციონირება

Mir-ის საგადახდო სისტემამ კიდევ ერთ ქვეყანაში დაიწყო ფუნქციონირება

17-10-2023 11:30:30

ვენესუელაში Mir-ის საგადახდო სისტემამ დაიწყო ფუნქციონირება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში 80 ათასზე მეტი ტერმინალია, რომლებიც Mir-ის ბარათებს იღებს.

აღსანიშნავია, რომ ივლისში რუსეთის ელჩმა ვენესუელაში სერგეი მელიქ-ბაღდასაროვმა ქვეყანაში Mir-ის გადახდის სისტემის ტესტირების დაწყების შესახებ განაცხადა. იმ დროს ბარათით გადახდებს მარგარიტას კუნძულზე იღებდნენ და მისი სატესტო მუშაობა კარაკასში მიმდინარეობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები