დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარე ომის გამო ისრაელიდან ყველა ჯავშანი გაუქმდა - სასტუმრო ,,იურალიუსი“

მიმდინარე ომის გამო ისრაელიდან ყველა ჯავშანი გაუქმდა - სასტუმრო ,,იურალიუსი“

24-10-2023 15:00:20

ისრაელში მიმდინარე ომმა ტურიზმის სფეროზე ნეგატიურად იმოქმედა. განსაკუთრებით ისრაელის ტურებზე მომუშავე იმ სეგმენტს დაეტყო. როგორც თბილისში მდებარე სასტუმრო ,,იურალიუსის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ დროისთვის ყველა ჯავშანი გაუქმებულია.

„მეხუთე წელია, რაც ბაზარზე ვართ. ძირითადად ისრაელის ტურებზე ვმუშაობთ.  გვიკვეთავს ის კონტინგენტი, რომელიც საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში სტუმრობს. შესაბამისად, ყველა სეზონზე აქტიური მოთხოვნაა. ამ მხრივ 2023 წელიც გამორჩეული იყო, ზაფხულის სეზონზე მაღალი დატვირთვით ვიმუშავეთ, თუმცა უკვე ოქტომბრიდან სერიოზულ დანაკარგს განვიცდით ისრაელში მიმდინარე ომის გამო. ყველა ჯავშანი გაუქმებულია ან ვიზიტი გადაიდო.

ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო მეტწილად სამედიცინო ტურიზმით არის საინტერესო, თუმცა დასვენება-გართობის მიზნითაც სტუმრობენ ქვეყანას. იმედია, ომი მალე დამთავრდება და ტურები აღდგება, მანამდე კი ზამთრის სეზონისთვის დავიწყებთ სამზადისს, იმედია, ეს მოცემულობა შეიცვლება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ,,იურალიუსი“ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. სასტუმრო 8- ნომრიანია, სადაც 6 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს ვიზიტორების ძირითად ნაწილს ყველა სეზონზე ისრაელის მოქალაქეები შეადგენენ.

შეგახსენებთ7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები