დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 42%-ითაა შემცირებული

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 42%-ითაა შემცირებული

12-09-2024 12:00:00

2024 წლის იანვარ-ივლისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 401 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 42,4%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის შვიდ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 697პრეტენზია შეადგინა.

ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ. 2024 წლის იანვარ-მაისში ასეთი 324 პრეტენზია იყო, რაც მთლიანი პრეტენზიების 81%-ია. მომხმარებლებს პრეტენზიები აქვთ ასევე სამომხმარებლო და ავტო სესხებთან მიმართებაშიც.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, რომელიც ივლისის მონაცემებს ასახავს, სებ-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 62 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 42 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 7 ავტო სესხის, 5 მომენტალური განვადების, 2 სამომხმარებლოს სესხის მიმართ დაფიქსირებული პრეტენზიაა, ხოლო 7 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები