მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
უახლესი