დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოს  ელექტროენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიული პარამეტრები განისაზღვრება

მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიული პარამეტრები განისაზღვრება

27-06-2024 15:55:00

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა  „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.

ცვლილებების პროექტი მოიცავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი  ზრდის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი.

კერძოდ, 2030 წლის 31 დეკემბრისთვის მიღწეული უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.

კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული პარამეტრების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას და ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ასევე, უზრუნველყოფს ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობას და სახელმწიფო ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები