„მინდა განვაცხადო, რომ მოცემულ პროექტში გამოვიყენებთ ჩვენს სრულ გამოცდილებას, რაც ამ 35 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ჩართული იქნება პროექტის განხორციელებაში. პროექტი 30 თვეზეა გაწერილი და ვფიქრობთ, ეს ვადა სავსებით საკმარისი იქნება, რომ წარმატებით დავასრულოთ და მომხმარებელს ჩავაბაროთ ის პროექტი, რაც დამკვეთს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა.
მისი შეფასებით პროექტი „ქავთარაძე მეტროპოლი“, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური გადაწყვეტილების თვალსაზრისით საკმაოდ მომხიბვლელია.
„ამას ემატება ის, რომ „მეტროპოლ ჯგუფს“ აქვს საკმაოდ მკაფიო და მკაცრი მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისასალმებელია, რადგან დეველოპერისთვის აპრიორი არის მშენებლობის ხარისხი, არქიტექტურული გადაწყვეტილება და გამოყენებული მასალების სპეციფიკა. ძირითადად ხდება ევროპული მასალის მოთხოვნა დამკვეთის მხრიდანაც, ხდება იტონკის ბლოკის გამოყენება ტიხრების იზოლაციის თვალსაზრისით. დეველოპერს ორიენტირი აქვს მაღალ ხარისხზე, რაც ერთგვარი გამოწვევაცაა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ დათქმულ ვადებში შევძლებთ პროექტის წარმატებულად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იწყებენ თანამშრომლობას. ეს არის პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძე“. სადაც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში.
უახლესი