დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტროპოლს“ აჭარაში ფრანგული „როიალ ტულიპი“ შემოჰყავს

„მეტროპოლს“ აჭარაში ფრანგული „როიალ ტულიპი“ შემოჰყავს

30-09-2024 12:00:00

გვაქვს 5 მიმდინარე პროექტი და 7 დაგეგმარების ეტაპზეა, - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა რუბრიკა „ბიზნესინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის „მეტროპოლი“ მოიცავს 12 პროექტს.  ~ „5 მიმდინარე პროექტებიდან 3 წარმოდგენილია თბილისში და ორი ბათუმში.

„თბილისის პროექტებია „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“.  პირველ პროექტის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“.  „მეტროპოლ ბაგები“ დასრულების პირასაა. ჩვენი დანაპირები, რომ მობინადრეები ამ ბინას ჩაიბარებდნენ 2025 წლის დასაწყისში სრულდება და დათქმულ ვადებში აუცილებლად მიიღებენ თავიანთ ბინებს. რაც შეეხება „მეტროპოლ ორთაჭალას“ ეს ჩვენი ახალი პროექტია, რომელსაც გამოარჩევს ადგილმდებარეობა და წარმოდგენილია ისტორიული ძეგლების გარემოცვაში და ამავდროულად ტურისტულად აქტიურ ზონაში.  ვფიქრობ, რომ ამ პროექტით ჩვენს მობინადრეებს ცხოვრების ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

რაც შეეხება ბათუმში კომპანიის მიმდინარე ორ პროექტს,  „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ როგორ კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, კონტრაქტი გააფორმეს ფრანგულ „ლუქს ჰოტელს გრუპთან“.

„რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონში ჩვენ ექსკლუზიურად შემოვიყვანთ ახალ 5 ვარსკვლავიან სასტუმრო ჯგუფ „როიალ ტულიპს“ რომელიც 300 ნომრით განთავსდება ჩვენს პროექტებში.  ბათუმში ვიწყებთ ახალ პროექტ „პარალელს“ , რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბინები პანორამული ხედებით. მეტროპოლის სამშენებლო ფართო დღეის მდგომარეობით 545 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც კონვერტირდება 3 500 ბინაში. ჩვენი პროექტების სამშენებლო ღირებულება 1 მილიარდ ლარს“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები