დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტროპოლის“ მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია

„მეტროპოლის“ მორიგი საერთაშორისო აღიარება - დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია

22-10-2024 15:53:00

სამშენებლო კომპანიამეტროპოლიმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელია. წარმატება კომპანიამ ბათუმში მიმდინარე პროექტისათვის Cube მიიღო კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia. ნომინაცია კომპლექსურია დაურბანული განვითარების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ჯილდო გადაეცემა სტილითა და დიზაინით გამორჩეულ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ფუნქციურად მრავალფეროვანია. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაცმეტროპოლის გუნდს საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე:გვეამაყება, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი Metropol Cube გლობალური ჯილდოს მფლობელია. თავისი კონცეფციით, არქიტექტურული სტილითა და მრავალფუნქციურობით Cube ქალაქ ბათუმის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ეს არა მხოლოდ ჩვენი მიზანი და მოლოდინია, არამედ უკვე საერთაშორისო აღიარებითაც დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Cube-ისთვის ეს - მეორე, ხოლომეტროპოლისათვისუკვე მესამე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა. Metropol Oval კი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა.

Metropol Cube და Metropol Oval მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშესთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. სწორედ საერთაშორისო ფრანგულ ბრენდთან პარტნიორობითმეტროპოლისამ პროექტებში განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი Royal Tulip, რომელსაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ

International Property Awards- შეფასების მკაცრი კრიტერიუმები აქვს. საუკეთესოებს კი სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად 80-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი ასახელებს. მოხარულები ვართ, რომმეტროპოლმამათი ნდობისა და აღიარების მოპოვება შეძლო, რაც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა“. 

International Property Awards-ის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ლონდონის Marriott Hotel Grosvenor Square-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიაში. ასობით წარმომადგენელს შორის მეტროპოლმადაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სამშენებლო სექტორში. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოიყო სივრცე გამარჯვებული კომპანიებისა და მათი პროექტებისათვის. საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ლონდონშიმეტროპოლიც“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერებს, ცერემონიის სტუმრებს, სტრატეგიულ პარტნიორებსა თუ პოტენციურ ინვესტორებს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღების ცენტრში კომპანიის გამარჯვებული პროექტი Metropol Cube იყო.

ნატა სამნიძე, „მეტროპოლისსაინვესტიციო პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი:„Cube ბიზნეს კლასის კონცეფციის პროექტია და აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მილიონ ლარს აღემატება.  Metropol Cube-ისინფრასტრუქტურა საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. პროექტი 2027 წელს დასრულდება და შეიქმნება გარემო, სადაც ყველა პირობა იქნება როგორც გართობისა და დასვენებისათვის, ისე საქმიანი ურთიერთობებისათვის. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ შენობის ფასადი და სტრუქტურა იდეალურად ერწყმის ზღვისპირა ქალაქის ურბანულ გეგმარებას.

გვჯერა, რომ მიღებული საერთაშორისო ჯილდოები და გლობალური აღიარება დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება ჩვენი გუნდისათვის, შევინარჩუნოთ ხარისხი და არაერთი მსოფლიო დონის პროექტი განვახორციელოთ“.

International Property Awards-ის გამარჯვებული Metropol Cube ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს. 42-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა 332 აპარტამენტსა და სასტუმროს 80 ნომერს აერთიანებს. სახელწოდება  მისი გეომეტრიული ფორმითაა შთაგონებული, ისევე როგორც Metropol Oval-ის შემთხვევაშია, რომელიც ასევე პროექტის ნაწილია. საერთო საინვესტიციო ღირებულება კი 260 მლნ ლარია. ამასთან ერთად,მეტროპოლისადა Louvre Hotels Group-ის ექსკლუზიური პარტნიორობა აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სტიმულია.

Metropol Cube და Metropol Oval-ის გარდა, ბათუმშიმეტროპოლიკიდევ ერთ კონცეპტუალურად განსხვავებულ საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ პარალელიხელსაყრელი მდებარეობით, შთამბეჭდავი ხედებითა და მშენებლობის თანამედროვე სტანდარტით გამოირჩევა.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, წინასწარი გაყიდვები დაიწყო ორთაჭალის პროექტში. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მშენებლობა ტურისტულად დატვირთულ ზონაში მდებარეობს. გამორჩეულია მეტროპოლ ქავთარაძედედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით. უკვე დასრულებულიამეტროპოლ ბაგები“. ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. საერთო ჯამში,მეტროპოლისმიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი ერთი მილიონი m2-ია. ინვესტიციის მოცულობა კი 500 მილიონ ლარს აჭარბებს.

--

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანიამეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისადამეტროპოლ ქავთარაძისმშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კიმეტროპოლკუბიდამეტროპოლ ოვალიშენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თანთანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელისმშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

მეტროპოლისმშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები