„მეტი + ჯგუფი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც აშშ-ში ფილიალი გახსნა და პროდუქციას გზავნის. კომპანიის ფილიალი აშშ-ში ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „მეტი + ჯგუფის“ წარმოების მენეჯერმა ავთანდილ რამიშვილმა განუცხადა.
„ვაწარმოებთ მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვთანამშრომლობთ ისეთ პრემიუმ კლასის ბრენდებთან, როგორებიცაა: Aslanlar -ი, Euroline pro, Geviss-ი, Hebeschiebe და სხვ. გარდა ამისა, მეტი + ჯგუფი არის გერმანული ბრენდ SIEGENIA-ს აქსესუარების ოფიციალური წარმდგენი საქართველოში“, - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.
მისი თქმით კომპანიის სერვისზე წლიდან-წლამდე მზარდია მოთხოვნა და გაყიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად 20-30%-ით მაღალია.
„ჩვენი ძირითადი დამკვეთია სამშენებლო სექტორი. პროდუქციის 90%-ის გაყიდვები ამ სეგმენტზე მოდის, ხოლო 10%-ი საცალო ბაზარზე. კომპანია წლიდან-წლამდე ვითარდება“, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი.
„მეტი + ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.კომპანია ფლობს ორ საზარმოს და ბაზას ნატახტარში.
უახლესი
27 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს46 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”