მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განმარტებით, შერჩეულია კომპანია, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი.
„წინა სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება, იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გაქვს ძალიან კარგი მიმდინარე დინამიკა.
ახლა გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მაქსიმალური პირობები შევუქმნათ ტურისტებს საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება შიდა მობილობის მხარდაჭერისათვის, მათ შორის რეგიონებში, სხვა ქალაქებში გადაადგილების ხელშეწყობისთვის. ამისათვის მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. შეირჩა იურიდიული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი. აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი. მოგეხსენებათ, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. შესაბამისად ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების კიდევ უფრო გაზრდას“, - აღნიშნა პრემიერმა.
უახლესი
15 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა