მიმდინარეობს მუშაობა და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, თუმცა არავინაა დაზღვეული, რომ მესტიაში ავარიული ვითარება ისევ არ შეიქმნება, რადგან მოხმარება ჭარბია და ეს არის ე.წ. „მაინერების“ უკანონო მიერთებები“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტები დღე-ღამეში მოიხმარენ 4,8 მილიონ/კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ამაში მესტიის მოხმარება არის 0,4 მილიონი/კილოვატსაათი ელექტროენერგია.
დაახლოებით ნახევარი მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია - ეს არის მხოლოდ მესტიის მოხმარება.
რასაც „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტების 10%-ი ხარჯავს, ამ მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ მესტია.
კიდევ შედარებისთვის რომ გითხრათ, მესტია, იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც იგივე მოცულობის 20 მუნიციპალიტეტი. ამ მოხმარებას ვერ უძლებს ფიზიკურად იქ არსებული გამანაწილებელი ქსელი. ავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ეს არის“, - ამბობს ავთო დვალიშვილი.
მისივე თქმით, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მესტიაში ოპერირების საშუალება ამ დრომდე არ აქვს.
„კომპანიას მესტიაში ოპერირების საშუალება რომ ჰქონდეს დაახლოებით ორ თვეში შეძლებდა პრობლემის გადაწყვეტას“, - ამბობს დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრა-დიზის მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო, ჩამოვარდა 35 კვტ. ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობაც უკვე აღდგა, თუმცა მესტიის მერის ინფორმაციით, ქვედა ზონის სოფლები კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს