დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მესტიაჭალა 1“ ჰესის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა - სემეკი

„მესტიაჭალა 1“ ჰესის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა - სემეკი

13-06-2024 15:56:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების  ლიცენზია ამოქმედდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა.

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს.         

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები