დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მელაანური ჩაი“ ასორტიმენტს აფართოებს

„მელაანური ჩაი“ ასორტიმენტს აფართოებს

06-02-2025 16:00:00

მელაანური ჩაიასორტიმენტს აფართოებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - კომპანიის დამფუძნებელი თეონათა ბორიძე ესაუბრა. კომპანია ამ ეტაპზე სამი სახეობის ჩაის აწარმოებს.

ჩვენ სამი სახეობის ჩაი გვაქვს: თავშავა, ბარამბო და ველური ვარდი. გასულ სეზონზე ექსპერიმენტულად დავამტეთ ერთი სახეობა, ველური კომშის ყვავილი. გვქონდა ძალიან ცოტა რაოდენობა, რადგან არ ვიცოდით ბაზარი როგორ მიიღებდა. თუმცა, ფაქტობრივად ნიმუშებიც აღარ დაგვრჩა ისე მალე გაიყიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ამ სეზონზე ამ სახეობასაც აქტიურად ჩავუშვებთ ბაზარზე და რაოდენობა გვექნება მოთხოვნიდან გამომდინარე. ტექნოლოგიურად ვვითრდებით, ერთი პატარა გრანტის ფარგლებში, შესაფუთ მასალებს ვცვლით, რის შედეგადაც შენახვის პირობები გაგვიუმჯობესდება. ეს აისახება, როგორც ხარისხზე: ფერისუნი, არომატიუფრო მდგრადი და პირვანდელი სახით შენარჩუნდება და ასევე ვფიქრობთ, რომ გაყიდვებზეც დადებითად აისახება. იმიტომ რომ ველურ ვარდს ჰქონდა პრობლემა შენახვისას, ფერი ეცვლებოდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიურად დავხვეწოთ შენახვის პირობები, რაც წესით  გაყიდვებზეც იმოქმედებს ბუნებრივად“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ,,თავშავა".

ამ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნაა უფრო მეტად ,,თავშავაზე", თავშავას ყვავილზე. პირველი ინდიკატორი ალბათთვალი ჭამს და თვალი სვამსამბავია იმიტომ, რომ  ლამაზი და მიმზიდველი სტრუქტურა აქვს,  გარდა ამისა, სამკურნალო თვისებებიც და ფაქტობრივად ლიდერობს ,,თავშავა". მერე მოჰყვება ვარდი, ბარამბო და ველური კომში, რომელიც  რეალურად, ძალიან ცოტა გვქონდა“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები