დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა-მევენახეობის შემსწავლელ კურსებზე მოთხოვნა იზრდება- „ქართული ღვინის გილდია“

მეღვინეობა-მევენახეობის შემსწავლელ კურსებზე მოთხოვნა იზრდება- „ქართული ღვინის გილდია“

07-07-2023 08:59:36

 

„ქართული ღვინის გილდია“ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მოიცავს მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას.

როგორც „ქართული ღვინის გილდიის" დირექტორი სოფიო თამაზაშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია ღვინის წარმოების სექტორში, ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ პირთათვის, სტარტაპერებისათვის.

სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.

„2018 წლის ნოემბრიდან დღემდე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით 12 სასწავლო კურსი და 20 მოკლევადიანი ტრენინგი განვახორციელეთ. მათ შორის ბიომეღვინეობის, მევენახეობის, მეღვინეობის რეგულაცია და სერტიფიცირებისა და ღვინის მარკეტინგის შემსწავლელი ტრენინგ-კურსები, ამ მოკლე პერიოდში მეღვინეობა-მევენახეობის შემსწავლელ კურსებზე მსმენელთა საერთო რაოდენობამ 458 შეადგინა.

ჩვენი კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ. ქართული ღვინის გილდიის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო“, - აცხადებენ „ღვინის გილდიაში. .

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის 28 მაისიდან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით „ქართული ღვინის გილდია“, ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, ახორციელებს პროექტს „სპეციფიკური ცოდნა სოფლის მეურნეობისა და აგრო- მეწარმეობის განვითარებისათვის“.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსები ჩატარდა გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის კიდევ იგეგმება კურსების განხორციელება ქვემო ქართლის მასშტაბით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები