მეღვინეობა „ჩელთიმ“ აშშ-სა და ინგლისის ბაზარზე გაყიდვები განაახლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კომერციულ,ა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა გააცხადა.
მისი თქმით, კომპანიას როგორც აშშ-ს ისე ინგლისის ბაზარზე ახალი პარტნიორები ჰყავს და ამ ბაზრებზე ღვინის პირველი პარტია უკვე გადაიტვირთა.
რაც შეეხევა გერმანიის ბაზარს, ანა მირიანაშვილი ამბობს, რომ იქ „ჩელთის“ გაყიდვები გაორმაგდა.
„ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ბაზარი. გაყიდვები გავაორმაგეთ და „ჩელთის“ ღვინო ალკოჰოლური ნაწარმის რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელში იყიდება. ასევე კომპანიის ნაწარმის გადატვირთვა ხდება გერმანიის ბაზარზე და იქიდან ხდება ევროკავშირის ბაზარზე გადანაწილება“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.
ამასთან, ანა მირიანაშვილის თქმით, „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.
„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.
შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.
უახლესი
2 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა