მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, რომ შეიკრიბოს.
„ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, აქედან გამომდინარე, პარლამენტი ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბება.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია პარლამენტს იმისთვის, რომ შეიკრიბოს. თუკი პრეზიდენტი სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, რომ შეიკრიბოს და თავად ცნოს უფლებამოსილება 150-ვე წევრის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება3 საათის წინ
ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ