დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard vs VISA - ვინ რა წილს ფლობს სადებეტო ბარათების ბაზარზე

Mastercard vs VISA - ვინ რა წილს ფლობს სადებეტო ბარათების ბაზარზე

26-07-2023 14:00:46

მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 52.1%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31.3% VISA-ს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივნისის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობამ 7 728 194 ერთეული შეადგინა, საიდანაც 4 027 432 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 419 867 VISA-ს. თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.08%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA 1.2%-იან ზრდას.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16,6%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 280 895 ერთეულ ბაზაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ივნისში მაისთან შედარებით  მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-ითაა გაზრდილი. აპრილის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო​ ბარათების რაოდენობა 7 728 194 ერთეულს შეადგენდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები