დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard vs VISA - რომელი საგადახდო სისტემების  სადებეტო ბარათებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

Mastercard vs VISA - რომელი საგადახდო სისტემების სადებეტო ბარათებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

27-08-2023 10:00:00

მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 52%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობამ 7 83 556 ერთეული შეადგინა, საიდანაც 4 065 683 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 447 737 VISA-ს. თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.9%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA 1.2%-იან ზრდას.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 17%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 319 136 ერთეულ ბაზაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ივლისში ივნისღან შედარებით  მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 1.4%-ითაა გაზრდილი. ივნისის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო​ ბარათების რაოდენობა 7 728 194 ერთეულს შეადგენდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები