მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 52.5%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს. სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის მაისის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 659 536 ერთეული იყო, საიდანაც 4 021 726 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 390 061 VISA-ს. თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA 2.2%-იან ზრდას.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 247 749 ერთეულ ბაზაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მაისში აპრილთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,6%-ითაა გაზრდილი. აპრილის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 535 546 ერთეულს შეადგენდა.
უახლესი
33 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს