დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

06-06-2024 11:33:00

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელიც საქართველოსგაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნეაუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულირეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურგამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა დაფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. ფინანსური განათლებისპროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.

 

ფინანსური განათლების პროექტში ლიბერთი ბანკი ჩაერთო და Mastercard-თანთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტში ჩართულ მონაწილეებს ლიბერთი Mastercard-თან ერთად  სპეციალურად მათთვისშექმნილ საბანკო პროდუქტებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს, ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.

 

2024 წლის ივნისიდან, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი კახეთში,შემდეგ კი მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდება. ამ რეგიონებში, პროექტი ქალიმეწარმეების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. პარალელურად,გამოიცემა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულდა სომხურ ენებზე და ფინანსური განათლების მიღება, კიდევ უფროხელმისაწვდომი გახდება. პროექტი 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები