Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე ქსელის ლოგო შეიცვლება.
ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
”ჩვენ მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ფრინველს”, - თქვა მასკმა.
მილიარდერმა ასევე გამოაქვეყნა Twitter-ის შესაძლო სამომავლო დიზაინი. ის წარმოადგენს ასო X-ს შავ ფონზე. თუმცა, რებრენდინგის საბოლოო ვერსია ჯერ შეთანხმებული არ არის.
მეწარმემ დასძინა, რომ „თუ დღეს საღამოს საკმარისად კარგი X ლოგო გამოქვეყნდება, ეს დიზაინი ხვალიდან ძალაში შევა“
2022 წლის 7 ოქტომბერს მასკმა დახურა 44 მილიარდი დოლარის გარიგება Twitter-ის შესაძენად. ამის შემდეგ, მან გაათავისუფლა რიგი მენეჯმენტის წევრი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და ფინანსური ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი.
როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის მონაცემთა ბაზაში განთავსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მასკმა დირექტორთა საბჭოც დაითხოვა და კომპანიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი გახდა.
უახლესი
6 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა