ბრიტანული რითეილერი Marks & Spencer Group-ი საშობაო სეზონზე დამატებით 10 ათას თანამშრომელს დაიქირავებს, ანუ 40%-ით მეტს, ვიდრე ერთი წლით ადრე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გამყიდველების გარდა, კომპანია ქირაობს საკვების მიმწოდებლებსაც. დროებითი თანამშრომლები მუშაობას სავარაუდოდ 19 ნოემბერს დაიწყებენ.
Marks & Spencer არის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანული საცალო ქსელი. 1884 წელს დაარსებული კომპანია ფლობს 1000-ზე მეტ მაღაზიას დიდ ბრიტანეთში და 405-ს სხვა ქვეყნებში.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი