დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Marila საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

Marila საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

07-03-2025 16:25:00

„მარილა“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას აქტიურად გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებთან და ნიმუშებიც გაგზავნილია.

„ექსპორტის მიმართულებით, პროდუქცია იყიდება გერმანიაში მხოლოდ, მაგრამ ვემზადებით კიდევ ევროპის სხვა ქვეყნებში გასატანდ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნიმუშები გაგზავნილია. მცირე რაოდენობით იყიდება ლონდონში და ნიუ-იორკში. სამომავლოდ, ძალიან გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ბრენდის შესახებ და მეტმა გამოიყენოს. ასევე გვინდა, რომ ექსპორტის წილი საგრძნობლად გაიზარდოს და იყოს ნახევარზე მეტიც კი იმიტომ რომ არ ვართ ფოკუსირებული ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ ჩვენთვის საინტერესოა როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ასევე გალფის ქვეყნები. გალფის ქვეყნებში ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანი ტრიალებს, არის ბევრი სახეობის რესტორანი მიუხედავად იმისა, რომ არსბეობს შეზღუდვები ალკოჰოლთნ დაკავშირებით,  „მარილა“ არ შეიცავს ალკოჰოლს. მართალია, ღვინის პროდუქტია, მაგრამ მასში ალკოჰოლი აღარ არის დამზადების პროცესში. ასორტიმენტის გაზრდაც გვინდა. გვსურს გავაკეთოთ სხვადასხვა კერძებისთვის სხვადასხვა არომატები და გავამრავალფეროვნოთ, რადგან უყვარს მომხმარებელს სხვადასხვა არომატები და აუცილებლად გავზრდით “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ მარილაიქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორცმარილასმეთოდური ნაშრომი

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები