დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,მანნას“ ჩაის საექსპორტო ბაზრებს კატარი და აშშ ემატება

,,მანნას“ ჩაის საექსპორტო ბაზრებს კატარი და აშშ ემატება

22-05-2023 09:30:40

ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია ,,მანნა“ წარმოებას აორმაგებს.

როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია Business Insider Georgia- თან ამბობს, ზრდა იგეგმება როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. „მანნას“ ჩაი მომდევნო თვიდან ყველა სასურსათო მაღაზიაში გაიყიდება.

რაც შეეხება ექსპორტს, უახლოეს პერიოდში ,,მანნას“ ჩაის პირველი საცდელი პარტია კატარში იგზავნება, ხოლო მომავალში საექსპორტო არეალს აშშ დაემატება.

„დისტრიბუციასთან დაკავშირებით პრობლემა წარმატებით მოგვარდა. ეს სერვისი კომპანია ,,გაგრა+“-ს გადავეცი. ჩვენი ჩაი აქამდე ყველა დიდ ქსელში იყიდება, ახლა ყველა სასურსათო მაღაზიის დახლებზე განთავსდება.

ექსპორტზე გავდივართ ევროკავშირში - ჩეხეთსა და პოლონეთში, ვემზადებით კატარის ბაზარზე გასასვლელად, საცდელ პარტიას ვუშვებთ და იმედია, იქაც გაიზრდება მოთხოვნა.

შემდეგ ძალებს უკვე აშშ-ში მოვსინჯავთ. წარმოების კუთხით 2022 წელი ყველაზე წარმატებული იყო. რეალიზაცია დაახლოებით 240-250%-ით გაგვეზარდა, რაც ძალიან დიდი პროგრესია“, - აცხადებს ირაკლი ღურჭუმელია.

ამ ეტაპზე ,,მანნას“ წლიური წარმოება 30 ტონამდეა. როგორც კომპანიის დირექტორი Business Insider Georgia- თან ამბობს, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 65 ტონამდე გაიზრდება.

იქიდან გამომდინარე, რომ საწარმო დანადგარები ავტომატიზებულია, ნაკლებ მუშა ხელს მოითხოვს. ამ ეტაპზე კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული, აქედან 12 წარმოებაში.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩეშვა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები