დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

06-03-2025 17:26:00

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), ჟულიენ დე ფრაპონს შეხვდა.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ევროპასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და თანმდევ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

მინისტრმა ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები