Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებების თავიდან აცილების და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355.0-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335.0-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.
რაც შეეხება საქართველოში არებულ ვითარებას, 2023 წლის ოთხ თვეში, საქართველოში $14 მილიონის ღირებულების ხორბალი იმპორტირდა.
რამდენი მილიონი აშშ დოლარი გავიდა ქვეყნიდან 2017-2022 წლებში ხორბლის იმპორტისთვის:
2017 - $98 მლნ;
2018 - $115 მლნ;
2019 - $ 109 მლნ;
2020 - $108 მლნ;
2021 - $93 მლნ;
2022 - $65 მლნ;
2017-2022 წლებში საქართველოდან ხორბლის იმპორტისთვის $588 მილიონი გავიდა.
უახლესი
11 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია46 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”