რა თქმა უნდა, სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.
„თამაშიდან გამომდინარე, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყოველივე ქართველს, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორით გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი