საქართველოში ბრუნვის მიხედვით ლუდის მწარმოებელი კომპანიები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- 10 ლუდის მწარმოებელი კომპანია გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ლუდი ბათუმური - 1998 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100% ნანა ჯანელიძე ფლობს. კომპანიის ფინანსური დირექტორია- როინ ხალვაში, ხოლო გენერალური დირექტორი - ნანა ჯანელიძე.
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია - 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
სს არგო - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჰაროლდ ჰენრიკუს მარია ვან ლიტსენბურგ, /ნიდერლანდები/ წევრი: ჯორჯ ამზაშვილი, /აშშ/ ; წევრი: გიორგი ახალაძე, წევრი: კორნელის გერარდუს ვამმეს, /ნიდერლანდები/ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ვასილი სულხანიშვილი.
შპს კრისტალი - 1996 წელს დაფუნდა, კომპანიის 100% ფლობს მალხაზი ნადირაძე.
სს ლომისი - 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა, /თურქეთი/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/ წევრი: ილდირაი ეფილ, /თურქეთი/ წევრი: ბანუ ფატმა ართუზ, /თურქეთი/.
შპს კრაფტარეა - კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან - ალექსი მოდებაძე 36% ალექსანდრე წულუკიძე 64%;
შპს მაქსიმუს - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ფლობს ნიკოლაი სტეპანოვი /რუსეთის ფედერაცია/
სს ქართული ლუდის კომპანია- 2011 წელს არის დაფუძნებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი, 01017041575 /გერმანია/ . კომპანიის დირექტორია კახაბერ კოტრიკაძე.
შპს მაიჯორჯია ბრიუერი - კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. მფლობელები: იაროსლავ ნიგაი, /რუსეთის ფედერაცია/ 66% კონსტანტინ რამბურგერი, /რუსეთის ფედერაცია/ 24% ოლექსანდრ სევიდოვი, /უკრაინა/ 5 5% ანდრეი ჟიდკოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 4% ვიაჩესლავ პიანზოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 1 1%
შპს გენუინ ბრევინგ კომპანი - კომპანია 2014 წელს დაფუძნდაა. მესაკუთრეა და 100% წილის მმართველი სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
უახლესი