დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

21-08-2023 10:43:38

გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 14-18 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად პლიუსშია. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.25% წინა კვირასთან შედარებით და +9.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 390 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.55 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.68% წინა კვირასთან შედარებით და +13.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 131 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.00 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 22 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +10.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.15 - 9.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები