Galt & Taggart კვირის მიმოხილვის თანახმად, 2–6 ოქტომბრის ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.80 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -5.69% წინა კვირასთან შედარებით და +1.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.65 - 37.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.65 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -4.02% წინა კვირასთან შედარებით და +3.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 160 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.40 - 30.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.46% წინა კვირასთან შედარებით და - 3.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 125 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.24 - 9.91 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი