Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 11–15 სექტემბრის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად, თითქმის 10%-ით საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.13% წინა კვირასთან შედარებით და +15.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 458 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.20 - 37.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და +1.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 230 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.00 - 28.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.44% წინა კვირასთან შედარებით და +12.39% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 438 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.90 - 10.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
5 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს6 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო7 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა8 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა