Galt & Taggart-ის 6–10 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, პლუსში დაბრუნდა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და - 0.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.40 - 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.17% წინა კვირასთან შედარებით და -4.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 454 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.05 - 30.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.52% წინა კვირასთან შედარებით და -10.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 312 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.20 - 11.86 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი