საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის 13–17 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ბანკისა და თიბისის აქციების ფასები 3–5%–ით ფარგლებშია შემცირებული. პლუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციების ფასია და ზრდამ 5%–ს გადააჭარბა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.11% წინა კვირასთან შედარებით და - 0.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 321 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.05 - 36.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 26.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.65% წინა კვირასთან შედარებით და -5.12% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 252 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.95 - 28.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.40% წინა კვირასთან შედარებით და +5.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.98 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა