დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე Georgia Capital-ის აქციები მკვეთრად გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე Georgia Capital-ის აქციები მკვეთრად გაძვირდა

13-11-2023 16:40:01

Galt & Taggart-ის 6–10 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით მზარდია.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ყველაზე მაღალი ზრდა კი Georgia Capital-მა აჩვენა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 35.35 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.61% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.35 - 36.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.30 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.44% წინა კვირასთან შედარებით და -6.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 224 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.50 - 28.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.08 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +7.01% წინა კვირასთან შედარებით და +7.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 199 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.46 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები