2023 წელს კომპანია ICE Engineering Group-ის შეკვეთები, რომელიც ქვეყანაში პრემიუმ სეგმენტის ლიფტების და ესკალატორების მონტაჟითაა დაკავებული, 30%-ით გაიზარდა. იმავდროულად რაოდენობრივად კომპანიის შეკვეთებმა 2019 წელთან შედარებით უკვე აჩვენა 50%-იანი ზრდა.
როგორც Business Insider Georgia-სთან ICE Engineering Group-ის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიქაბაძემ განაცხადა, 2023 წელს კომპანიამ რამდენიმე უმსხვილესი პროექტიც დააკონტრაქტა.
„2023 წელს ლიფტების და ესკალატორების შეკვეთების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ 2022 წელი მაინც იყო პანდემიის დასასრული. ის პროექტები, რომელიც პანდემიის დროს იყო შეჩერებული 2023 წელს დაიძრა.
რაოდენობრივად, რომ ავიღოთ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 30%-ით მეტი ლიფტი დავაკონტრაქტეთ. გეტყვით იმასაც, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე ვაჯობეთ. პანდემიამდელ წელთან შედარებით დაახლოებით 50%-იანი ზრდა გაქვს.
2023 წელს რამდენიმე მსხვილი პროექტი განვახორციელეთ, ან დავაკონტრაქტეთ და პროცესშია, საუბარია ბათუმში ახლად გახსნილ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლზე“, ასევე მსხვილი პროექტია თბილისში „ალიანს ჰაილაინი“, რომელიც წარმოადგენს სასტუმროსა და აპარტამენტებს, ასევე ბათუმში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ პროექტი.
ICE Engineering Group-ის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ პრემიუმ სეგმენტში ICE ბაზრის 25-30%-ს უკვე ფლობს.
„ჩვენი კომპანია ძირითადად ოპერირებს პრემიალურ სეგმენტში. ბაზარი შესაძლოა ორ სეგმენტად დავყოთ, ესაა შედარებით ბიუჯეტური სეგმენტი, საუბარია თურქული წარმოების ლიფტების მონტაჟზე, რომლითაც უფრო საშუალო დეველოპერებისგან არის მოთხოვნა.
ჩვენ მხოლოდ მაღალფასიან სეგმენტში ვოპერირებთ. ჩვენი კომპანია 2023 წელს მსოფლიოში ლიფტების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ოტისის“ ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. რამაც გავლენა მოახდინა იმაზე, რომ პრემიალურ სეგმენტში ჩვენი პოზიცია კიდე უფრო დაწინაურებულიყო. ჩვენი დათვლებით დაახლოებით 25-30%-ი არის ჩვენი კომპანიის წილი. რაც კარგი მონაცემებია. მართალია 2023 წლის მონაცემები ჯერ კიდე უნდა შეჯამდეს, მაგრამ ჩვენი პროგნოზი 25-30%-ია“, - აღნიშნა გიორგი ნიქაბაძემ.
უახლესი
7 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი9 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს9 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა10 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა