ორ წელზე მეტია, რაც ლიბერთიში მიმდინარეობს კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“, რომელიც მოიცავს ბიზნეს და აგრო კლიენტების დაკრედიტებას, - აცხადებს ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე.
ბანკი კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას კვლავინდებურად აგრძელებს და მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზე მოგებულ სესხებს აქტიურად გასცემს.
„შემოდგომა აქტიური სეზონია როგორც ბიზნესისთვის, ისე აგრომეურნეობებისთვის. აგრომეურნეებს სწორედ ახლა სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა მოსავლის ასაღებად, დასაბინავებლად, საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოების დასაწყებად. ფინანსურ რესურსებზე წვდომა ასევე მნიშვნელოვანია სამომხმარებლო მიზნებისთვის.
ლიბერთის მიერ სესხი მას შემდეგ გაიცემა, რაც კლიენტი დააფიქსირებს მოთხოვნას, შეავსებს სესხზე განაცხადს და ჩვენი ბანკირები მის შემოსავლებსა და ხარჯებს შეისწავლიან. შემოსავლების მოცულობაზე განსაკუთრებული შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა გააჩნია, რა მოცულობის და მიზნობრიობისთვის სჭირდება მომხმარებელს თანხა“, - ამბობს ხათუნა ჭელიძე.
ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განმარტებით, სესხის ასაღებად მთავარი პირობა შემოსავლების წარმომავლობას უკავშირდება, რადგანაც სუბიექტს შემოსავლები ბიზნესიდან, ან აგრომეურნეობიდან უკვე უფიქსირდებოდეს. სესხის მაქსიმალური მოცულობა 50 ათას ლარს შეადგენს. ამ ტიპის სესხზე როგორც ბიზნეს, ისე აგრო შემოსავლების მქონე კლიენტებისთვის არანაირი უზრუნველყოფა და არც თავდებობა არ მოითხოვება.
„ჩვენი კამპანიის სამიზნე მიკრო და მცირე ბიზნესისა და აგრომეურნეობის მიმართულებებია. სწორედ ამიტომ, სესხის ასაღებად მათ არც უზრუნველყოფა და არც თავდებობა არ სჭირდებათ.
ჩვენ აგრო შემოსავლების მქონე კლიენტებს შეგვიძლია მივცეთ 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი როგორც თანაგადახდით, ისე ნულოვანი გადახდით, ინდუსტრიული და სეზონური ბიზნესების მქონეებს კი – 9 თვემდე. მაგრამ ჩვენი ასეთი შეთავაზება არ ნიშნავს, რომ საშეღავათო პერიოდით გრაფიკს ცალსახად ყველა კლიენტს ავუგებთ. შემოსავლების და ხარჯების შესწავლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელ თვეშიც რისი გადახდის შესაძლებლობა აქვს კლიენტს, ისეთი გრაფიკი ავუგოთ, ასევე, ასიმეტრიულად, ანუ ცვლადი გრაფიკი მორგებული იქნება მისი გადახდის უნარზე. მხოლოდ სესხის გაცემა არ არის და არც არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ თანხა მომხმარებელმა მიზნობრივად სწორად გახარჯოს და შეძლოს მისი უკან დაბრუნება ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას მეურნეობასა და ბიზნესში“, - აცხადებს ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი.
ხათუნა ჭელიძე აცხადებს, რომ ლიბერთი გაჩერებას არ აპირებს და ბაზარს ყოველთვის მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შესთავაზებს.
„ჩვენი მოქნილობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადგილზე მივდივართ კლიენტთან, იქვე ვატარებთ მისი ბიზნეს, თუ აგრო შემოსავლის ანალიზს. მას მხოლოდ ერთხელ, სესხის აღების დროს შეიძლება დასჭირდეს ბანკში მოსვლა. თუმცა ამ კუთხითაც ვპირდებით კლიენტებს სიახლეს, მალე მათ მომსახურებას დისტანციურადაც შევძლებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ონლაინ, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ განაცხადის შევსება.
ჩვენს მომსახურებაში სიახლეებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვნერგავთ, რათა კლიენტს გაუმარტივდეს ჩვენთან ურთიერთობა და ნაკლებად დასჭირდეს ბანკში ვიზიტი. განაცხადის შევსება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე“, - განმარტავს ხათუნა ჭელიძე.
უახლესი
1 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს2 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“