საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დუბაიში იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით. ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად.
პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად დუბაიში იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.
უახლესი